TATRA VILLAGE - გარემო თქვენი იდეალური დასვენებისთვის

“Tatra Village” არის თანამედროვე კონცეფციის დასახლება დაბა ბაკურიანის საკურორტო ზონაში, რომელიც გამოირჩევა მიმზიდველი ადგილმდებარეობით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და გაუმჯობესებული სტანდარტებით, ინოვაციური დიზაინით, კომფორტული საცოვრებელი სივრცით.

დასახლება მდებარეობს დაბა ბაკურიანის ცენტრალურ, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ლოკაციაზე, ტატრას მთის ძირში. კომფორტულია, როგორც ოჯახებისთვის, ასევე სრიალის მოყვარულთათვის, რადგან თქვენი საცხოვრებლიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს კრისტალის საბაგირო, ხოლო დამატებითი 5 წუთის სავალზე დიდველი.

“Tatra Village”  აერთიანებს 15 ექსკლუზიურ ვილას, თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური ეზო, ჯამში დასახლება განთავსებულია 6500 კვ.მ დაცულ და გამწვანებულ ტერიტორიაზე.

“Tatra Village”  გთავაზობთ ელეგანტური არქიტექტურის და დიზაინის ორ ან სამ სართულიან ვილებს, რომელთა ფართი, ოთახების რაოდენობა და განლაგება არის ერთმანეთისგან განსხვავებული. ვილები ბარდება დასრულებული რემონტის სახით, რომელიც თავის მხრივ მოიცავს პრემიუმ კლასის სამშენებლო მასალებით აშენებულ და გარემონტებულ საცხოვრებელს. უფრო დეტალურად თქვენს ვილაში გამოყენებული იქნება: ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრები, ესპანური კერამოგრანიტი, Grohe-ს ფირმის სანტექნიკა და სხვა სარემონტო მასალები, რომლებიც უზრუნველყოფს როგორც თქვენს კომფორტულ დასვენებას, ასევე ექსპლუატაციის ხანგრძლივ პერიოდს.

მოგეხსენებათ, კურორტის განვითარებასთან ერთად იზრდება უძრავი ქონების სექტორში მოთხოვნა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ასევე ქირავნობის მიმართულებითაც. გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ განსხვავებით სხვა საკურორტო ზონებისგან, დაბა ბანკურიანი მიმზიდველია წლის ოთხივე სეზონზე დამსვენებლებისთვის. სწორედ ამიტომ, დაბა ბაკურანის მთების უნიკალურ ლანდშაფტში ჩაფლული “Tatra Village”-ის ვილები ერთ-ერთი საუკეთესო ინვესტიციაა მათი მფლობელებისთვის.